შეერთებულმა შტატებმა 20 მილიარდი დოლარის კრედიტის ფარგლებში უკრაინისთვის თანხის გამოყოფა დაიწყო. პირველმა ტრანშმა 1 მილიარდი დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი სოციალურ ქსელში წერს.
”უკრაინამ მიიღო 1 მილიარდი დოლარი შეერთებული შტატებისგან, რომელიც უზრუნველყოფილია გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით”, – აღნიშნა პრემიერმა.
მან მადლობა გადაუხადა ამერიკელ პარტნიორებს და მსოფლიო ბანკს სამართლიანობისკენ გადადგმული ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის.
“ვიმედოვნებთ, რომ ყველა სუვერენული რუსული აქტივის კონფისკაცია მოხდება და ის უკრაინის აღდგენას მოხმარდება“, – განაცხადა შმიგალმა.