spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შოიგუ უკრაინაში ჩავიდა

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ უკრაინის ომში მონაწილე ჯარების დანაყოფებები მოინახულა, – ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ვრცელდება.

 

მისივე ინფორმაციით, სამეთაურო პუნქტებზე შოიგუმ არსებული მდგომარეობისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შესახებ ანგარიშები მოისმინა.

 

შოიგუმ ასევე ჯილდოები – ოქროს ვარსკვლავის მედალი და მამაცობის ორდენი გადასცა რუს სამხედროებს, რომლებმაც “გმირობა და თავდადება გამოიჩინეს საბრძოლო დავალების შესრულებისას” უკრაინის ომში.

 

კონკრეტულად რომელ რეგიონში ჩავიდა შოიგუ უცნობია, თუმცა რუსული მედია წერს, რომ ის ოკუპირებული დონბასში იმყოფებოდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები