გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით განცხადებას გამოეხმაურა და მას “არასწორი და საშიში” უწოდა.
“უბრალოდ არასწორი და საშიშია პრეზიდენტ ზელენსკის დემოკრატიული ლეგიტიმურობის უარყოფა. სიმართლეა: ვოლოდიმირ ზელენსკი არის უკრაინის სახელმწიფოს არჩეული მეთაური”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ომის პირობებში არ შეიძლება ჩატარდეს რეგულარული არჩევნები, შეესაბამება უკრაინის კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნებს.
“არავინ უნდა ამტკიცებდეს სხვაგვარად“, – აღნიშნა შოლცმა.
კანცლერმა გაიხსენა, რომ უკრაინაში ომი სწორედ რუსეთმა დაიწყო, ვლადიმერ პუტინის მეთაურობით.
“უკრაინა თითქმის სამი წელია, იცავს თავს რუსეთის დაუნდობელი აგრესიისგან. ყოველ დღე”, – აღნიშნა მან.
ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე და მას “ღრმად უსაფუძვლო” უწოდა.
“ვფიქრობ, ეს (ტრამპის განცხადება) ღრმად უსაფუძვლოა. ეს არის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, რომელიც სრულმასშტაბიან ომში მისი ვადის შუაში აღმოჩნდა”, – აღნიშნა მან.
ტრამპმა ზელენსკის “დიქტატორი არჩევნების გარეშე” უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ ზელენსკის მხარდაჭერა უკრაინელებს შორის “4%-ია”, თუმცა, ბოლო გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 57% ენდობა ზელენსკის.