spot_img
spot_imgspot_img
spot_img

შოლცი – გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, თუმცა ძალიან ადრეა საუბარი სამშვიდობოების გაგზავნაზე

გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად, თუმცა ძალიან ადრეა საუბარი სამშვიდობოების გაგზავნაზე, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პარიზში უკრაინის თემაზე გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და უკრაინას შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს”, – აღნიშნა კანცლერმა.

შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ ის წინააღმდეგია იძულებითი “სამშვიდობო შეთანხმების”, ქვეყანას არ შეუძლია “მიიღოს ყველაფერი, რასაც მას წარუდგენენ”.

ამასთან, კანცლერის თქმით, ის უკვე “ცოტათი გაღიზიანებულია“ უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების შესაძლო გაგზავნის თემაზე და მას “უკიდურესად შეუფერებლად“ მიიჩნევს.

“ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის ზურგს უკან, შეთანხმების საფუძველზე, რომელიც არ არსებობს“, – აღნიშნა შოლცმა.

გერმანიის მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ “მშვიდობა ჯერ არ დამდგარა” და უკრაინა კვლავ “სასტიკი ომის ცენტრშია“.

როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, პასუხისმგებლობა არ შეიძლება გაიყოს ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის.

მისივე თქმით, დასავლეთს სჭირდება ერთობლივი მოქმედება კოლექტიური უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღეს, 17 თებერვალს ევროპის უსაფრთხოების საკითხების განსახილველად პარიზში ევროპის რამდენიმე ქვეყნის ლიდერები შეკრიბა. სამიტის მიზეზი ამერიკის ახალი ხელისუფლების პოლიტიკა გახდა.

დასავლური მედიის ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთთან ომში უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა იყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები