ჩვენ ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კანცლერის თქმით, გერმანიას იმედი აქვს, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს არ მიიღებს საქართველოს პარლამენტი.
“ჩვენ კრიტიკულად ვიყავით განწყობილი, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, იმ კანონთან მიმართებით, რომელიც უცხოური გავლენის სფეროებს შეეხება. მას შემდეგ, რაც ის შეჩერდა, იყო იმედი, რომ მისი წინა პლანზე წამოწევა აღარ დაიწყებოდა. ჩვენი კრიტიკაც ამჯერად ისეთივეა, როგორიც წინა შემთხვევაში. იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს ისევ უკან გაიწვევთ, როგორც მაშინ. უნდა ვიყოთ ორიენტირებული დემოკრატიულ ღირებულებებზე და ვიცით, რომ თქვენს ქვეყანას არ სჭირდება ასეთი კანონები”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.