spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შოლცი – უკრაინაში ომი რომ დასრულდეს, რუსეთმა უნდა წააგოს

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინაში ომი მაშინ დასრულდება, როცა რუსეთის ფედერაცია წააგებს.

 

“ომი რომ დასრულდეს, რუსეთმა უნდა წააგოს“, – აღნიშნა შოლცმა.

 

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ აწვდის გერმანია იარაღს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და მისი თქმით, ეს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციით ხდება. 

 

“გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას რამდენ ხანსაც დასჭირდება. რუსეთის ფედერაციის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყველას შეეხო.

 

გასულ წელს გერმანიის პოლიტიკაში დაბრუნება მოხდა, რადგან გერმანია აბსოლუტურად დამოუკიდებელი გახდა რუსული გაზის, ნახშირისა და ნავთობისგან”, – განაცხადა შოლცმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები