spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შოლცი – უკრაინის მხარდაჭერა გერმანიის ისტორიული პასუხისმგებლობის საკითხია

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა გერმანიის ისტორიული პასუხისმგებლობის საკითხია.

 

“ჩვენი საკუთარი ისტორიის გათვალისწინებით, გერმანიისთვის ამ სიტუაციაში მხოლოდ ერთი ადგილი შეიძლება არსებობდეს: უკრაინის მხარეს. არ შეგვიძლია არ ვიფიქროთ უკრაინის მამაც მოქალაქეებზე, რომლებიც ორ წელზე მეტია ეწინააღმდეგებიან დანაშაულებრივ რუსულ აგრესიულ ომს“, – განაცხადა შოლცმა.

 

მისივე თქმით, ახლა მიმდინარეობს ომი “რომლითაც რუსეთის მმართველები ღიად აპირებენ უკრაინის დაპყრობას და მისი, როგორც სუვერენული ქვეყნის განადგურებას – მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წლის და გაეროს ქარტიის ძალაში შესვლიდან 79 წლის შემდეგ“.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები