spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შოლცი – უკრაინის სამხედრო დახმარება არის გზავნილი პუტინისთვის, რომ აშშ-ის არჩევნების იმედი არ უნდა ჰქონდეს

უკრაინისადმი გადამწყვეტი სამხედრო დახმარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ვლადიმერ პუტინისთვის, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

 

“მან უნდა იცოდეს, რომ მისი ვარაუდები იმის შესახებ, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება, მცდარია. ეს ნიშნავს, რომ მას არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ შეერთებულ შტატებში აირჩევენ პრეზიდენტს, რომელიც დაუყოვნებლივ დამარხავს უკრაინას მასთან ერთად“, – განაცხადა შოლცმა.

 

კანცლერს მიაჩნია, რომ პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ იქმნება სიტუაცია, რომელშიც “სამართლიანი და არა ნაკარნახევი სამყაროა” შესაძლებელი. ამისათვის კი, შოლცის თქმით, პუტინმა ჯერ ჯარები უნდა გაიყვანოს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები