spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შოთა მანელიძე – ვპირდები ჩემს კოლეგებს, რომ მაქსიმალური ძალისხმევით დავიცავ ჩვენი დიდი და სახელოვანი საადვოკატო ოჯახის თითოეული წევრის ინტერესებს

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად ადვოკატი შოთა მანელიძეა წარდგენილი.

ადვოკატთა ასოციაციის წლის შემაჯამებელი კრება 23 დეკემბერს გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგაც აღმასრულებელი საბჭოს წევრის არჩევნები ჩატარდება.

ერთადერთ ვაკანტურ ადგილზე 8 კანდიდატურაა წარდგენილი, მათ შორის არის სისხლის სამართლის სპეციალისტი, ადვოკატი შოთა მანელიძე.

რას ნიშნავს საბჭოს წევრობა, რა დატვირთვა აქვს და როგორი იქნება მისი საქმიანობა წევრად არჩევის შემდეგ, ამ საკითხებზე Front News შოთა მანელიძეს ესაუბრა.

– ბატონო შოთა, რას ნიშნავს საბჭოს წევრობა და რა სტატუსის მატარებელია?

– საბჭოს წევრობა დიდ ნდობასთან ერთად, ასევე პასუხისმგებლობაცაა ამ უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლებთან მიმართებით, საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელებასა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საადვოკატო საქმიანობაში ჩაურევლობის უზრუნველყოფა.

– რას საქმიანობას ადვოკატთა ასოციაცია და რა დატვირთვა აქვს მის სტრუქტურას?

– ასოციაციის საქმიანობას რაც შეეხება იგი ორგანიზებას უწევს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდას. აორგანიზებს ადვოკატთა სასწავლო ცენტრის საქმიანობას და განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამას. შეიმუშავებს და ორგანიზებას უწევს პროფესიული ადაპტაციის ერთწლიან პროგრამას, ორგანიზებას უწევს ადვოკატებისთვის სემინარებს, დისკუსიებს, მრგვალ მაგიდებს და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განვითარებას. გამოსცემს პერიოდულ ჟურნალს, მოიძიებს დაფინანსების წყაროებს, შეიმუშავებს საადვოკატო ეთიკის ნორმებს, მონაწილეობს კანონშემოქმედებით საქმიანობაში, განაზოგადებს სასამართლო პრაქტიკას, ქმნის ადვოკატთა, ადვოკატის სტაჟიორთა და საადვოკატო ბიუროების მონაცემთა ბაზას და უზრუნველყოფს მის განახლებას, შეიმუშავებს ადვოკატთა წახალისებისა და დისციპლინარული დევნის წესებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებას, მიიღებს და გასცემს გრანტებს, ასოციაცია ახორციელებს ნებისმიერ საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მისი მიზნების და ფუნქციების განხორციელებასთან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. ასოციაციის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა უნდა ატარებდეს მხოლოდ დამხმარე ხასიათს და ემსახურებოდეს ასოციაციის მიზნებს.

– საბჭოს წევრობა როგორც ადვოკატს რის შესაძლებლობას მოგცემთ?

– საბჭოს წევრობა შესაძლებლობას მომცემს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან ერთად ესოდენ მნიშვნელოვანი პროფესიის განვითარებაში შევიტანო წვლილი, რის მთავარ საფუძველსაც წარმოადგენს თითოეული ჩემი კოლეგის უფლებების, ინტერესების, დამოუკიდებლობის და პროფესიული თავისუფლების დაცვა, რომლის მთავარი გარანტორიცაა საადვოკატო საქმიანობაში ჩაურევლობის უზრუნველყოფა.

– არსებობენ ადვოკატები, რომელთა განწყობები ცუდად არის მიმართული თავად ადვოკატთა ასოციაციის მიმართ?

– როდესაც რომელიმე ადვოკატის განწყობა  ცუდად მიემართება ადვოკატთა ასოციაციის მიმართ, მნიშვნელოვანია პრეტენზიის მქონე პირმა სამართლებრივ მოცემულობაში სათანადოდ განმარტოს, თუ რას მოიცავს მისი ამ დამოკიდებულების შინაარსი, რადგან ყოველი ადვოკატი გახლავართ ამ სტრუქტურაში მოღვაწენი, ყველამ თანაბრად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ორგანიზაციის გაძლიერებაზე და არ შეიძლება, რომ რომელიმე კონკრეტული ქმედებით თუნდაც მცირედით დავაზიანოთ ჩვენი საქმიანობის უმთავრესი ბაზისი.

– თქვენ როგორც ადვოკატი, ფიქრობთ თუ არა, რომ ადვოკატი უნდა იყოს პოლიტიკურ პროცესებთან დისტანცირებული?

–  რაც შეეხება პოლიტიკასთან რაიმე სახით შემხებლობას ან მისგან დისტანცირებას, როდესაც ემსახურები ასეთ ღირებულ საქმეს, რომელსაც ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა ჰქვია, არის თემები და საკითხები, რომლებიც შესაძლოა, გარკვეულ ბმაში აღმოჩნდეს ამა თუ იმ პოლიტიკურ პროცესსა თუ მოვლენასთან და სწორედ ამ დროსაა აუცილებელი თითოეულმა ჩვენგანმა სათანადო სამართლებრივი სიბრძნე გამოვიჩინოთ და ამ კონკრეტული საქმისა თუ მოვლენის მსვლელობისას სრული პრაგმატიზმით და გონიერებით მივიღოთ ის ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც  არ მოვა წინააღმდეგობაში ჩვენი როგორც ადვოკატისა და სამართლის მსახურის უმთავრეს პრინციპთან.

მე ვპირდები ჩემს ძვირფას კოლეგებს, რომ მათი ნდობის მანდატის მონიჭებისას, ადვოკატთა ასოციაციის საბჭოში მუშაობისას მაქსიმალური ძალისხმევით დავიცავ ჩვენი დიდი და სახელოვანი საადვოკატო ოჯახის თითოეული წევრის ინტერესებს, თანამედროვე სამართლებრივი გამოწვევებზე ღირსეულად გასამკლავებლად მათი უწყვეტი განგრძობადი ტრენინგ-სემინარების ჩატარებაში ხელშეწყობას, რათა იურიდიული განათლების დახვეწის მეშვეობით გავუმკლავდეთ ჩვენს სფეროში არსებულ თუ წარმოშობილ თანამედროვე სამართლებრივ გამოწვევებს, უაღრესად მნიშვნელოვანია ადვოკატთა სოციალური დაცვის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები