სააკაშვილი უნდა იყოს გადაყვანილი შინაპატიმრობაში და სასჯელი უნდა იყოს გადავადებული, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი შოთა შალელაშვილი წერს.
მისივე თქმით, “ქვეყანა ისე არ უნდა დაეცეს, რომ ასე ექცეოდეს ქვეყნის პრეზიდენტს, რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი”.
“რატომ არ უნდა გადაიყვანონ სააკაშვილი საზღვარგარეთ? და რატომ უნდა გადაუვადონ მას სასჯელი!
როგორც ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ მესამე პრეზიდენტი მძიმე პაციენტია. მათი თქმით, ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემების გამო სააკაშვილი უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ჩვენი ხელისუფლება არ არის იმდენად გამოთაყვანებული, რომ ფატალური შედეგის დადგომის შემთხვევაში, რომ ვერ აცნობიერებდნენ პასუხისმგებლობას, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ხელისუფლებას და ჯანდაცვის სისტემისგან კონტროლირებადია პაციენტის მდგომარეობა და მართვადი, აქვე მინდა დავძინო, რომ ჩვენ ქვეყანაში არის იმის რესურსი, რომ სააკაშვილის დაავადება მკურნალობას ექვემდებარებოდეს, გარდა იმისა, თუ ის არის დაავადებული დღემდე მეცნიერებისათვის უცნობი სენით.
თუმცა, ის რაც ჩვენ დავინახეთ სასამართლოზე და მანამდე გავრცელებული კადრებში, ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის ძალიან ემოციური იყო, ქვეყანა ისე არ უნდა დაეცეს, რომ ეგრე ექცეოდეს ქვეყნის პრეზიდენტს, რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, ამით, მომავალ ხელისუფლებას შურისძიების სურვილი გაუმძაფროს. მუდმივი არაფერია!!!
სააკაშვილი უნდა იყოს გადაყვანილი შინაპატიმრობაში და სასჯელი უნდა იყოს გადავადებული, რომ მან აღიდგინოს ჯანმრთელობა და წარსდგეს ნორმალური სასამართლოს წინაშე, რითაც ჩვენ საზოგადოებას დავუბრუნებთ სასამართლოსადმი ნდობას, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ.
თუ რაიმე შეურაცხყოფის მიყენება და დამცირება შეიძლებოდა, ყველაფერი გაუკეთეს. მინდა, რომ ადამიანები იყვნენ ჯანმრთელები და იყვნენ უსაფრთხოდ, რომ დასრულდეს შურისძიება საზოგადოებაში, ამისთვის უნდა იყოს ქვეყანაში ნდობა სასამართლო სისტემისადმი, სასამართლოს მიმართ იმდენად მაღალი ნდობა უნდა იყოს, რომ მის გადაწყვეტილებებს საზოგადოება არ აპროტესტებდეს”, – წერს შალელაშვილი.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fshota.shalelashvili.75%2Fposts%2Fpfbid0gLwDP4D4JTyqNkUNVBJDBcteC4ifJiiYD1zMZMrxTdUSLbg954HBgMRjyaDBerAhl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”219″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>