spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შოთა თუთბერიძე – 6 იანვრამდე თუ ეს პრობლემები არ იქნება მოგვარებული, მიხეილ სააკაშვილი მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას

მიხეილ სააკაშვილი  მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავს, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ რუსთავის ციხეში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა. თუმცა,  მას არ დაუკონკრეტებია აპირებს თუ არა ექსპრეზიდენტი კვლავ შიმშილობის დაწყებას. 

 

თუთბერიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია.  

 

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი ითხოვს, რომ მასთან შევიდნენ ექიმები, აღუდგინონ სატელეფონო კომუნიკაცია და ადვოკატებთან მიეცეს კონფიდენციალური ურთიერთობის საშუალება.  გადაწყვეტილების მისაღებად სააკაშვილმა პენიტენციურ სამსახურს დრო 6 იანვრამდე მისცა. 

 

“მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი გაუარესებულია. დაუყოვნებლივ ვითხოვთ იმ ექსპერტების ჩართვას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საქმეში. მონახულებას მისას, დაშვების მიცემას იმ ექიმებისთვის,  მათ შორის შეერთებული შტატებიდან, უკრაინიდან და ჰოლანდიიდან, რომლებიც მზად არიან პრეზიდენტს გაუწიონ სამედიცინო დახმარება.

 

ამასთან, არ გვაქვს შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია გვქონდეს კონფიდენციალურად,  რაც არის ფუნდამენტური დარღვევა ადვოკატისა და დაცვის ქვეშ მყოფი პირის ურთიერთობის. 6 იანვრამდე თუ ეს პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს კანონის სრული იგნიორირებით გააგრძელოს პიოლიტიკური პატიმრის უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში ის მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას” ,- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები