spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შოთა თუთბერიძე – ამის ფასს გადაიხდის მთლიანად ჩვენი ქვეყანა, რადგან ეს არის უკვე ორ ქვეყანას შორის ძალიან მნიშვნელოვანი სკანდალი

ეს არის უკვე ორ ქვეყანას შორის ძალიან მნიშვნელოვანი სკანდალი, როცა ასეთი მაღალი რანგის უფლებადამცველს არ უშვებენ მისივე ქვეყნის მოქალაქის მოსანახულებლად, –  ამის  შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ  უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენოსოვას გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეშვების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა. 

 

“სამწუხაროა, რომ უკრაინის სახალხო დამცველი, ადამიანი, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინაში, არამედ მთლიან კონტინენტზე, ევროპაში გახლავთ ერთერთი ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე სახალხო დამცველი,  დილიდან ელოდება, როდის გადაწყვეტს ციხის ადმინისტრაცია ციხეში მის შესვლა-არშესვლის საკითხს.

 

იუსტიციის სამინისტროს მაღლჩინოსნების მიერ მიღებული იქნა უაღრესად სამარცხვინო გადაწყვეტილება, ის არ შეუშვეს.

 

იუსტიციის მინისტრის პირველადი განცხადება იყო, რომ ისინი უფრთხილდებიან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუმცა ამის შემდეგ იუსტიციის მინისტრს წამოცდა რეალური მიზეზი. ეს გახლავთ ის, რომ ქალბატონმა დენისოვამ წინა ვიზიტისას გააკეთა მკაცრი და რეალისტური განცხადება მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ და ძალიან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას იმ დარღვევებზე,  რომელსაც ადგილი ქონდა მიხეილ სააკაშვილის საქმეში”- განაცხადა თუთბერიძემ.

 

მისივე თქმით, ეს ფაქტი შეიძლება გახდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გართულების მიზეზი.  

 

“იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში შესული წერილის საფუძველზე კიდევ შეიძლება შევუშვათო –  ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის დამალვას ცდილობს იუსტიციის სამინისტრო. ამის ფასს გადაიხდის მთლიანად ჩვენი ქვეყანა, რადგან ეს არის უკვე ორ ქვეყანას შორის ძალიან მნიშვნელოვანი სკანდალი, როცა ასეთი მაღალი რანგის უფლებადამცველს არ უშვებენ მისივე ქვეყნის მოქალაქის მოსანახულებლად”, –  განაცხადა თუთბერიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები