არავის შეექმნას ილუზია, რომ წარმოიდგინოს მიხეილ სააკაშვილი დაძაბუნებულ, ფარხმალდაყრილ ადამიანად, პირიქით, მიუხედავად ამ ძალიან დიდი ტრამვისა და წამებისა, რაც მის მიმარ ხორციელდებოდა და ხორციელდება, ის ინარჩუნებს ბრძოლისუნარიანობას, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი, თქმით, მიხეილ საკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და ის ვერ იღებს საკვებს.
“ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბუნებრივია, ამ პირობებში ვერ გაუმჯობესებდა და არის ისევ მძიმე. ის პრაქტიკულად, ვერ იღებს საკვებს, მისი მკურნალობის კურსი არ არის დასრულებული. ასევე, რთულია მისი სამედიცინო მაჩვენებლის მდგომარება ყველა ასპექტში. არავის შეექმნას ილუზია, რომ წარმოიდგინოს მიხეილ სააკაშვილი დაძაბუნებულ, ფარხმალდაყრილ ადამიანად, პირიქით, მიუხედავად ამ ძალიან დიდი ტრამვისა და წამებისა, რაც მის მიმარ ხორციელდებოდა და ხორციელდება, ის ინარჩუნებს ბრძოლისუნარიანობას, არის კომუნიკაციაში თავის თანამებრძოლებთან და ბუნებრივია, აპირებს ბრძოლას, ვიდრე ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში არ გაიმარჯვებს და არ დაამარცხებს პირდაპირ რუსეთის ფედერაციას”, – განაცხადა თუთბერიძემ.
მისივე თქმით, ადვოკატებს პატიმართან შეზღუდული აქვს კომუნიკაცია და არ ეძლევათ წერილების გაცვლის შესაძლებლობა. ასევე მის მონახულებას ვერ ახერხებს პირადი ექიმი.