შოვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები არიან შეკრებილი. ისინი აცხადებენ, რომ ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან.
მათი თქმით, არ აქვთ ინფორმაცია ოჯახის წევრების ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, ვერ უკავშირდება დას, ძმას, დეიდას, დეიდაშვილს და სამ ბავშვს.
კიდევ ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.
ისინი დახმარებას ითხოვენ.