spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შქმერში საპროტესტო აქციის მონაწილეები სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვენ

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში საპროტესტო აქცია იმართება. ადგილობრივები მანგანუმის შესწავლა-მოპოვების მიზნით 10 წლის ვადით გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვენ.

 

როგორც ცნობილია, სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ სოფელ შქმერის მიმდებარე ტერიტორიაზე მანგანუმის შესწავლა-მოპოვების მიზნით 10 წლის ვადით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გასცა.

 

ადგილობრივების თქმით, 10 წლის განმავლობაში 1 531 060 კვ.მ ფართობი გამოსაყენებლად უვარგისი გახდება, მდინარე ხეორის წითელ ნუსხაში შეტანილი “მთის კალმახი“ გადაშენდება, აღარ იარსებებს, 1 531 060 კვ.მ მიწის ფართობი ხრამებად გადაიქცევა, შეიცვლება ლანდშაფტი, რაც ბიომრავალფეროვნებაზე იმოქმედებს, განადგურდება ზეგნისა და ხეობის ფერდობების სტრუქტურები, დაბინძურდება არა მარტო მადნის მოპოვების ადგილი არამედ სხვა ფართობებიც, 10 წლის განმავლობაში მადნის მოპოვების შემდეგ მიტოვებული ღია კარიერებიდან საშიში ნივთიერებები მტვერთან ერთად ჰაერსა და სასმელ წყალში მოხვდება, კომპანიების გამდიდრების ხარჯზე ადგილობრივი მოსახლეობის, დამსვენებლის ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დადგება, გაიზრდება რისკი სხვა ფართობების გასხვისებისა. დაბინძურდება მდინარე რიონი, საფრთხე დაემუქრება შქმერის უნიკალური კარსტული მღვიმის არსებობას, საფრთხის ქვეშ დადგება მიწის საკუთრების საკითხი, სრულად გაიზრდება ეკოლოგიური პრობლემები.

 

ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით შქმერში უკვე რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები