spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შს მინისტრი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელთან პაველ ჰერჩინსკისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

 

ვახტანგ გომელაურმა წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესაბამისი მიმართულებები და ევროკავშირის სააგენტოებთან წარმატებული ურთიერთობა განიხილეს.

 

ვახტანგ გომელაურმა პაველ ჰერჩინსკის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და ხაზგასმით აღნიშნა რეფორმირების პროცესში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა.

 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები