spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შს მინისტრის მოადგილეებმა აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელთან გაცნობითი შეხვედრა გამართეს

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ – შალვა ბედოიძემ და მინისტრის მოადგილემ  ალექსანდრე დარახველიძემ აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსთან გაცნობითი შეხვედრა გამართეს.

 

ჯეიმს იულინი მიმდინარე წლის აგვისტოდან შეუდგა საქართველოში საქმიანობას.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამინისტროსა და რეგიონული უსაფრთხოების ოფისს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა ჯეიმს იულინს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები