spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“შშმ პირთა ნაწილს, არ გვსურს ნამდვილად ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც ინვალიდებს დაგვიძახებენ”

შშმ პირთა ნაწილს, არ გვსურს ნამდვილად ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც ინვალიდებს დაგვიძახებენ. გვინდა, ვიყოთ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სახელმწიფოსთვის რაღაცები ვაკეთოთ და ამ შესაძლებლობისთვის ჩვენ გვჭირდება ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვაძლევენ  , – ამის შესახებ შშმ პირებმა განაცხადეს.

 

ისინი მიიჩნევენ, რომ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ინიციირებული კანონი რუსულია.

 

“რუსეთს უნდა ქართული საზოგადოება განუვითარებელი, დაბეჩავებული და გატეხილი და თუ შიგნით არსებული სეგმენტებიც დაბეჩავდებიან ცალ-ცალკე, ბევრად გაუმარტივდებათ მათ ჩვენი სახელმწიფოს სატელიტად ქცევა. შესაბამისად, ჩვენ, შშმ პირთა ნაწილს, არ გვსურს ნამდვილად ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც ინვალიდებს დაგვიძახებენ. ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ ინვალიდები. არ გვინდა, გავხდეთ ინვალიდები, რადგან გვინდა, ვიყოთ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სახელმწიფოსთვის რაღაცები ვაკეთოთ და ამ შესაძლებლობისთვის ჩვენ გვჭირდება ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვაძლევენ. არა რუსულ კანონს და არა პრორუსულ ქმედებებს”, – განაცხადეს შშმ პირებმა ბრიფინგზე.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები