spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“შსს არ დაუშვებს, რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს”

შინაგან საქმეთა სამინისტრო რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები. უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს", – აღნიშნულია განცხადებაში

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები