spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შსს – პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს.

 

“იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეები  არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, გასცდებიან გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდამცველები წესრიგის დაცვის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ.

 

სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას”, – აღნიშნულია განცხადებაში. 

 

პარლამენტთან ამ დროისთვის ვითარება დაძაბულია. აქციის მონაწილეები პარლამენტის მთლიანი შენობის ირგვლივ წრის შეკვრას აპირებდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები