spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შსს-ს აკადემიის ინსტრუქტორმა ვეტერან ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური სამსახურის ინსტრუქტორმა დევიკო გობეჯიშვილმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში გამართულ ვეტერან ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

 

ბოსნია-ჰერცეგოვინის ქალაქ სარაევოში მიმდინარე ჩემპიონატზე დევიკო გობეჯიშვილმა 100-კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში იასპარეზა. მან ფინალური ორთაბრძოლა ქართველ ვეტერან ძიუდოისტთან გიორგი მოდებაძესთან გამარჯვებით დაასრულა და 100-კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.

 
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორი, დევიკო გობეჯიშვილი ქალაქ სარაევოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები