spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შსს – სამართალდამცველებმა გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეების გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.

 

მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს მშვიდად გამოხატონ პროტესტი, არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მითითებას. კანონდარღვევის ნებისმიერ ქმედებებზე პოლიცია სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად არიან დაშავებულები. აქციის მონაწილეების განცხადებით, მოქალაქეები დაშავებულები არიან რეზინის ტყვიებით, მათ შორის ერთი მოზარდია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები