გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ჩერნიგოვის ოლქის კორიუკოვკაში, საათნახევარი თავშესაფარში გაატარა.
ინფორმაციას “ტვიტერზე” რადიო ARD-ის გერმანელი ჟურნალისტი ავრცელებს.
შტაინმაიერის პრესმდივნის თქმით, იგი ადგილობრივებს გაესაუბრა, რომლებიც გერმანიის პრეზიდენტთან ერთად იმავე თავშესაფარში აღმოჩნდნენ.
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უკრაინაში დღეს ჩავიდა.
შტაინმაიერი ეწვია კორიუკოვკას, ჩერნიგოვის ოლქში, სადაც ერთი წლით ადრე იმყოფებოდა. აქ, 1943 წლის 1, 2 და 9 მარტს გერმანელმა ჯარისკაცებმა დაახლოებით 7 ათასი ადამიანი მოკლეს, თავად ქალაქი კი გადაწვეს.