spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შტეფანი – ცუდი ამბავი რუსული პროპაგანდისთვის! ვალერი ზალუჟნი თავს კარგად გრძნობს და ოკუპანტებისგან უკრაინის გათავისუფლებას აგრძელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ჯანმრთელია და არანაირი დაზიანებები, როგორც რუსი პროპაგანდისტები წერენ, არ მიუღია, – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი, ბლოგერი ანატოლი შტეფანი სოციალურ ქსელში.

 

პოლკოვნიკი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ზალუჟნი მადლობას უხდის ყველა უკრაინელს მხარდაჭერისთვის და აცხადებს, რომ უკრაინა რუს ოკუპანტებზე გაიმარჯვებს.

 

“ცუდი ამბავი რუსული პროპაგანდისთვის! ვალერი ზალუჟნი თავს კარგად გრძნობს და აგრძელებს რუსი დამპყრობლებისგან უკრაინის მიწების განთავისუფლების დაგეგმვას”, – წერს შტეფანი.

 

ბოლო დროს რუსული პროპაგანდა აქტიურად ავრცელებს ისტორიებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გაუჩინარების ან დაჭრის შესახებ.

 

მორიგი მსგავსი ინფორმაცია რუსულმა მედიამ გუშინ გაავრცელა, რომ თითქოს ზალუჟნიმ ხერსონში რუსული ჯარების სარაკეტო თავდასხმის შედეგად სერიოზული ჭრილობები მიიღო.

 

<script async src=”https://telegram.org/js/telegram-widget.js?22″ data-telegram-post=”a_shtirlitz/25857″ data-width=”100%”></script>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები