spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შუახევში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება

შუახევში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება.

სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალური სერვისების სააგენტოს სპეცტექნიკა, ადამიანური რესურსი.

თოვლის საფარისგან  გაწმენდით სამუშაოებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულები და თანაშემწეები ხელმძღვანელობენ. იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი გზები.

უწყვეტ რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, მობილიზებულია ყველა სამსახური, რათა დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემები მინიმუმადე იქნეს დაყვანილი.

ელექტროენერგია მუნიციპალიტეტს სრული დატვირთვით მიეწოდება.

ამ დროისათვის შუახევში კვლავ ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი დაბალ ზონაში 50-60 სმ-ია, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აჭარბებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები