spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შვედეთის პრემიერი – ორბანი არ საუბრობს ევროპის ქვეყნების სახელით, შესაძლოა, საუბრობს რუსეთის სახელით

ყველაფერი მიუთითებს, რომ საქართველოში არჩევნები სწორად არ წარიმართა, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა.

“უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ რუსული გავლენის ქვეშ მყოფი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, შეაჩეროს ევროპასთან დაახლოება, რაც ხალხის ნებაა. ამას უნდა მოჰყვეს შედეგები. ჩვენ არ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ ვიცავთ“, – განაცხადა ულფ კრისტერსონმა.

კრისტერსონი ასევე ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომ არჩევნები საქართველოში იყო თავისუფალი და დემოკრატიული.

„ის არ საუბრობს ევროპის ქვეყნების სახელით, არ საუბრობს შვედეთის სახელით, შესაძლოა, ის საუბრობს რუსეთის სახელით, მაგრამ ის არ საუბრობს ჩვენი, დანარჩენების სახელით“, – აღნიშნა კრისტერსონმა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ მოლდოვაში ცოტა ხნის წინ ჩატარებული არჩევნებიც არ წარიმართა სწორად.

“ყველაფერი ასევე მიუთითებს მასშტაბურ დარღვევებზე. ეს არის ორი ქვეყანა, რომელიც ახლა დგას ზუსტად რუსულ გავლენასა და ევროპულ, დემოკრატიულ გავლენას შორის მიმდინარე ომის შუაგულში. მე ვიტყოდი, ეს უკიდურესად საგანგაშოა.

დიახ, მაწუხებს, რომ საქართველოში შეიძლება ისეთი ვითარება მივიღოთ, როგორიც ბელარუსშია. რუსეთის ამბიციაა, შეაჩეროს ევროპასთან დაახლოება, ეს დიდი ხანია, მიმდინარეობს. ეს არ არის ომი ტრადიციული სამხედრო ფორმით, მაგრამ ეს არის ჰიბრიდული ომი ამ ქვეყნების წინააღმდეგ, რაც მას ნამდვილად საშიშს ხდის“, – განაცხადა შვედეთის პრემიერმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები