spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შვეიცარიასა და ბრიტანეთში საქართველოს ელჩები, ასევე ნატოსა და ჟენევაში საქართველოს წარმომადგენლები თანამდებობებიდან გათავისუფლებდებიან

საქართველოს მთავრობა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩებს, ასევე ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელს, ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენელს დაკავებული თანამდებობებიდან ათავისუფლებს.

შესაბამის განკარგულებას, რომელიც 26 აგვისტოთი თარიღდება, პრემიერმა კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა. განკარგულებით მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს, აღნიშნული პირები თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გათავისუფლების მიზეზი როტაციაა.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავაა, რომელსაც უფლებამოსილება 2024 წლის 15 ოქტომბრიდან უწყდება.

შვეიცარიაში საქართველოს ელჩს რევაზ ლომინაძეს განკარგულების თანახმად, უფლებამოსილება მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან უწყდება.

რაც შეეხება ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელს ვიქტორ დოლიძეს, მთავრობამ პრეზიდენტს მიმართა წინადადებით, დოლიძე გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან 2024 წლის 21 სექტემბრიდან.

ჟენევასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძეა, რომელსაც უფლებამოსილება მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან უწყდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები