spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სიბიგა – ეს არის ომის დამნაშავე პუტინის ნამდვილი პასუხი ყველას, ვინც მას დაურეკა და ეწვია

რუსეთმა 17 ნოემბერს უკრაინაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ეს არის რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინის პასუხი მათ, ვინც დარეკა და მოინახულა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით,  რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს ერთ-ერთი ყველაზე მასიური თავდასხმა – დრონებით და რაკეტებით ქალაქებს, მშვიდობიან მოსახლეობას და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს.

“ეს არის ომის დამნაშავე პუტინის ნამდვილი პასუხი ყველას, ვინც მას ახლახან დაურეკა და მოინახულა“, – წერს სიბიგა.

მისი თქმით, უკრაინას სჭირდება მშვიდობა ძალის საშუალებით და არა დამშვიდება.

17 ნოემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მასიური შეტევა დაიწყო. აფეთქებები კიევსა და უკრაინის ბევრ ოლქში ისმოდა. ოკუპანტების თავდასხმის ქვეშ მოექცა კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

აფეთქებები მოხდა კიევში, ოდესაში, კრივოი-როგში, პავლოგრადში, ვინიცაში, ნიკოლაევში, რივნეში, ივანო-ფრანკოვსკის, ხმელნიცკის, ლვოვისა და ტრანსკარპატების ოლქებში. საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა რეგიონების უმეტესობაში.

ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაღუპულის და ექვსი დაშავებულის შესახებ. ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის კიევში, ელექტროენერგიის გადაუდებელი გათიშვა დაწესდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები