უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მიერ უკრაინაზე მასობრივ იერიშებს ეხმაურება.
“რუსეთის კიდევ ერთი მასობრივი საჰაერო თავდასხმა უკრაინის მასშტაბით. ბალისტიკური რაკეტები კიევსა და სხვა ქალაქებზე, რაკეტები და დრონები მრავალ რეგიონში და საავიაციო ბომბი კუპიანსკში მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობაზე, რის შედეგადაც სამოქალაქო პირები დაშავდნენ.
ცეცხლის სრულად შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებებზე რუსეთის ერთადერთი პასუხი არის უკრაინის და ხალხის მიმართულებით მეტი რაკეტის, დრონის და ბომბის გაშვება. დროა მოსკოვზე მეტი ზეწოლისთვის“, – წერს სიბიგა.