უკრაინა არ აპირებს საკუთარი ტერიტორიებით ვაჭრობას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ სუმის რეგიონში ვიზიტისას განაცხადა.
“მე დავარწმუნე ჩვენი ჯარისკაცები, რომ უკრაინა არ გეგმავს რაიმე სახის ვაჭრობას ტერიტორიებით ან შეთანხმებებს მინსკის სტილში, რაც არ უნდა დაწერონ გაზეთებში”, – წერს ის სოციალურ ქსელში.
მინისტრის თქმით, “ეს არის პრეზიდენტის მტკიცე პოზიცია და ვაშინგტონში ის წარადგენს იმას, რაც აუცილებლად გააძლიერებს ჩვენს ჯარისკაცებს“.