spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სიკორსკი – უკრაინელ ჯარისკაცებს უნდა მიეცეთ დასავლური იარაღის გამოყენების ნებართვა რუსეთის აეროდრომებზე თავდასხმისთვის

უკრაინელ ჯარისკაცებს უნდა მიეცეთ დასავლური იარაღის გამოყენების ნებართვა რუსეთის აეროდრომებზე თავდასხმისთვის. ამ გზით უკრაინა შეძლებს ბავშვთა საავადმყოფოების დაცვას, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები პირველად შეიკრიბნენ კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე რუსეთის ბარბაროსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ და კოლეგებს მოუწოდა, მოხსნან შეზღუდვები უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენებაზე.

 

“მიმაჩნია, რომ ეს არის თავდაცვა, რაც დაშვებულია საერთაშორისო კანონმდებლობით. ბავშვთა საავადმყოფოების დაცვა ესკალაცია არ არის”, – განაცხადა სიკორსკიმ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები