spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სილვიუ დომენტე – ჩვენი რეკომენდაციაა, სექტემბრისთვის აცრილი იყოს მოსახლეობის სულ მცირე 10%, დეკემბრისთვის 40%

ჯანმო ყველა ხელისუფლებას ეუბნება, რომ უნდა ვისწავლოთ გასული წლის მაგალითზე და აღარ დავუშვათ შეცდომები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ განაცხდა.

 

“ჩვენი რეკომენდაციაა სექტემბრისთვის აცრილი იყოს მოსახლეობის სულ მცირე 10%, ხოლო დეკემბრისთვის 40%. მომდევნო წლის შუა პერიოდისთვის კი 70%. რათა გლობალური მოსახლეობა იყოს ვაქცინირებული და ამან თავისი შედეგი გამოიღოს. ჩვენ ასევე გვაქვს ვირუსის ახალი „დელტა“ ვარიანტი, რომელიც ცირკულირებს და იკავებს „ალფა“, „ბეტა“ და სხვა ვარიანტების ადგილს. ვხედავთ ამ ვარიანტს საქართველოშიც“, – განაცხადა სილვიუ დომენტემ.

 

საქართველოში დღეს კოვიდინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები