სტაბილურობა საქართველოში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როგორც ქართველი ხალხისთვის, ასევე მთლიანად რეგიონის ინტერესებისათვის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეუთო საკმაოდ დაინტერესებულია და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ამ რეგიონის ყველა ქვეყანას. ინციდენტების პრევენციის მექანიზმი ფაქტობრივად უკვე 16 წლისაა. ეუთო გახლავთ ორგანიზაცია, რომელმაც დაამტკიცა, რაოდენ მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება, განსაკუთრებით იმ რეგიონებში და ქვეყნებს შორის, რომლებიც კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფებიან. ჩვენ გვაქვს მედიაციის მრავალმხრივი საშუალებები, რომლებსაც ვიყენებთ მსგავს შემთხვევებში და უწყვეტად ვცდილობთ, ჩავერთოთ კონფლიქტების რეგულირების საქმეში. სტაბილურობა საქართველოში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როგორც ქართველი ხალხისთვის, ასევე მთლიანად რეგიონის ინტერესებისათვის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებისთვის. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად ათეული წლების განმავლობაში.
კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გვსურს, საქართველოს დავუმტკიცოთ, რომ მოწოდებული ვართ, ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებისათვის ყველანაირი თვალსაზრისით, ყველა იმ საშუალებით, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას აქვს“, – განაცხადა ფერიდუნ სინირლიოღლუმ.