spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სირიას გარდამავალ პერიოდში აჰმედ ალ-შარაა უხელმძღვანელებს

სირიის დე ფაქტო ლიდერი აჰმედ ალ-შარაა ქვეყნის პრეზიდენტი გახდა და თანამდებობას გარდამავალი პერიოდის განმავლობაში დაიკავებს.

აჰმედ ალ-შარაა იყო იმ აჯანყების მეთაური, რომელმაც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხო.

აჰმედ ალ-შარაა პრეზიდენტის რანგში შექმნის დროებით საკანონმდებლო საბჭოს ქვეყნის მართვისთვის, სანამ ახალი კონსტიტუცია დამტკიცდება.

ახალმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ყველა აჯანყებული დაჯგუფება, რომელიც ასადის წინააღმდეგ იბრძოდა 13-წლიან სამოქალაქო ომში, გაუქმდება და ინტეგრირდება სახელმწიფო ინსტიტუტებში.

ალ-შარაამ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი არჩევნების ჩატარებას დაახლოებით ოთხი წელი დასჭირდება, ხოლო ახალი კონსტიტუციის შემუშავებას – სამი წელი.

2011 წელს ბაშარ ალ-ასადმა პროდემოკრატიული აჯანყება ჩაახშო, რამაც გამოიწვია სამოქალაქო ომი. კონფლიქტის შედეგად ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 12 მილიონი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საცხოვრებელი. მას შემდეგ, რაც აჯანყებულებმა დამასკო დაიკავეს, ბაშარ ალ-ასადი ასადი 2024 წლის 8 დეკემბერს გადადგა და რუსეთში გაიქცა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები