spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სირსკი და უმეროვი ევროპაში ნატოს ჯარების მეთაურს ესაუბრნენ

უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ალექსანდრე სირსკისთან ერთად ევროპაში ნატოს მოკავშირე ძალების უმაღლეს სარდალს, გენერალ კრისტოფერ კავოლის ესაუბრა.

 

საუბარი გაიმართა ასევე უკრაინის უსაფრთხოების დამხმარე ჯგუფის მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ ანტონიო აგუტისთან.

 

“მკაფიო და არსებითი საუბარი. განვიხილეთ ჩვენი სამხედრო გეგმები 2024 წლისთვის”, – წერს თავდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში.

 

სირსკიმ საუბრისას პრიორიტეტები დაასახელა, მათ შორის: უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრუქტურის ოპტიმიზაცია; სამხედროების მომზადების ხარისხის გაუმჯობესება; არსებული გუნდების შევსება და ახლის შექმნა; იარაღისა და აღჭურვილობის რეგულარული საჭიროების უზრუნველყოფა. მათ ასევე ცალ-ცალკე განიხილეს ელექტრონული საომარი ტექნიკის მუდმივი ზრდა მტრის დრონების საფრთხის განეიტრალების მიზნით.

 

“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა ფრონტზე მებრძოლების როტაციის უზრუნველყოფა. წინ ბევრი სამუშაო და გადაწყვეტილებებია, რაც აუცილებელია ჩვენი გამარჯვებისთვის“, – წერს უმეროვი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები