spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სირსკი – F-16-ები უკრაინაში ნიშნავს, რომ უფრო მეტი ოკუპანტი განადგურდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრე სირსკი პირობას დებს, რომ დასავლური F-16-ების მიღებასთან ერთად, უკრაინელები შეძლებენ უფრო ეფექტურად გაუწიონ წინააღმდეგობა რუსეთის თავდასხმებს.

“F-16-ები უკრაინაში – ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი ოკუპანტი განადგურდება. იქნება კიდევ მეტი ჩამოგდებული რაკეტები და თვითმფრინავები, რომლებითაც რუსი კრიმინალები თავს ესხმიან უკრაინის ქალაქებს“, – განაცხადა სირსკიმ.

მთავარსარდალმა მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს ამ გადაწყვეტილების გამო, რადგან “თანამედროვე თვითმფრინავების ეფექტური გამოყენება ნიშნავს უკრაინელი სამხედროების სიცოცხლის გადარჩენას“. გარდა ამისა, სირსკიმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს, თავდაცვის მინისტრს და ყველას, ვინც მუშაობდა 24/7-ზე, უკრაინის ცაზე F-16-ების გამოჩენის უზრუნველყოფისთვის.

”ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი გამარჯვებისკენ”, – აღნიშნა მან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები