spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სირსკი – უკრაინა კურსკის ოლქის ტერიტორიის 1 260 კვ.კმ-ს და 93 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს, ოპერაცია გრძელდება

უკრაინელი დამცველები კურსკის ოლქში ოპერაციას აგრძელებენ, შემდგომი ქმედებები დამოკიდებული იქნება ოპერატიულ მდგომარეობაზე, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.

გენერლის თქმით, უკრაინამ დაიწყო ოპერაცია კურსკის რეგიონში, რათა შეექმნა უსაფრთხოების ზონა და შეეჩერებინა სუმის ოლქის რუსული დაბომბვა, ასევე მიზანი იყო მოწინააღმდეგისთვის დასწრება.

“კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეტევის პერიოდში უკრაინის შეიარაღებული ძალები მოწინააღმდეგის თავდაცვის 28-დან 35 კილომეტრამდე სიღრმეში შევიდნენ, დაიკავეს 1263 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია და აიღეს კონტროლი 93 დასახლებაზე“, – განაცხადა სირსკიმ.

მისივე თქმით, რუსები ცდილობენ თავიდან აიცილონ უკრაინელი დამცველების შემდგომი წინსვლა და ატარებენ მანევრირებად თავდაცვას. პარალელურად ჯარისკაცები სხვა მიმართულებიდან კურსკის ოლქში გადაჰყავთ.

“ჩვენი ჯარების შემდგომი ქმედება ამ მიმართულებით იქნება დამოკიდებული ოპერატიული სიტუაციის განვითარებაზე“, – აღნიშნა გენერალმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები