უკრაინელი სამხედროები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.
“შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებაზე გადავედით. ჩვენი ოპერაციის მიზანია მტრისთვის მაქსიმალური დანაკარგის მიყენება, ჩვენი სიმაგრეების, ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენი უპირატესობების, უპილოტო თვითმფრინავების, ელექტრონული ომის და მომზადებული თავდაცვის ხაზების შენარჩუნება“, – განაცხადა სირსკიმ.
სირსკიმ აღნიშნა, რომ ეს ომი ზრდის ტექნოლოგიური პროგრესის მნიშვნელობას შეიარაღებულ ძალებში და შეიარაღებული ბრძოლის წინსვლას.
მისივე თქმით, სირსკის თქმით, უკრაინისთვის მთავარი ღირებულება სამხედროების სიცოცხლეა, განსაკუთრებით მათ, ვინც საბრძოლო დავალებებს ასრულებს.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინას არ შეუძლია იმოქმედოს რუსეთის ფედერაციის მსგავსად და არ დააფასოს უკრაინელების სიცოცხლე.