თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა.
აქამდე არსებულ ფოტოებს, რომლებზეც პოლიტიკოსები და ჟურნალისტები არიან გამოსახული, გიორგი გახარიას ფოტო მიემატა.
ბანერს აქვს წარწერა – “არა ნაცებს”, “არა ბოროტებას”, “არა ღალატს”.
ბანერების თბილისის ქუჩებში განთავსება ახლაც მიმდინარეობს.
ამ დრომდე უცნობია, ვინ აფინანსებს აღნიშნულ კამპანიას