საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ნოელ ლე გრეს განცხადებამ საფეხბურთო სამყარო აღაშფოთა.
რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ დიდიე დეშამი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს 2026 წლის ჩათვლით გაწვრთნის, ამის შემდეგ ლე გრეს ზინედინ ზიდანზე ჰკითხეს, რომელსაც წაგებული მუნდიალის შემდეგ აქტიურად უკავშირებდნენ ეროვნულ ნაკრებს, პრეზიდენტმა კი ამ თემაზე საკმაოდ ხმაურიანი კომენტარი გააკეთა:
“არ მაინტერესებს ზიდანი. მას შეუძლია აკეთოს ის რაც უნდა, არ მჯერა ჭორების. დამიკავშირდა თუ არა ზიდანი? არა და რომც ეცადა ტელეფონს მაინც არ ავიღებდი”.
მედიაში იწერება, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ეს განცხადება ფრანგული ფეხბურთის ლეგენდის უპატივცემულობაა.
ამას ეხმაურება კილიან მბაპეც, რომელიც ღიად უპირისპირდება ნოელ ლე გრეს: “ზიდანი, ის საფრანგეთია. ჩვენ არ უნდა გამოვიჩინოთ უპატივცემულობა ასეთი ლეგენდის მიმართ.”
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი