იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის თქმით, სამედიცინო პერსონალში ვაქცინაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს, ამიტომ, პრიორიტეტული ჯგუფების განსაზღვრაში გარკვეული ცვლილებები შევა.
"ძირითადი განსახილველი საკითხი არის პრიორიტეტული ჯგუფების განსაზღვრა. იცით, რომ ეროვნული პროგრამის შესაბამისად, პრიორიტეტული ჯგუფები განსაზღვრულია. პირველი ეს იყო სამედიცინო პერსონალი, შემდეგ ასაკისა და ქრონიკული დაავადებების მიხედვით. იმის გათვალისწინებით, რომ აქტიურობა მაღალი არ არის, ჩვენ ალბათ, ცოტა ცვლილებებს შევიტანთ პრიორიტეტული ჯგუფების განსაზღვრაში.
თქვენი დახმარება გვინდა, ჩვენი აქტიური მუშაობაა საჭირო და რაც მთავარია, მოსახლეობას სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდა, სრული წარმოდგენა, რომ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, სხვა გზა პანდემიის დამარცხების არ არის. ეს არის ძირითადი აზრი ნებისმიერი კამპანიის და ეს უნდა მივიტანოთ ყველა ადამიანამდე", – განაცხადა ჩხაიძემ.
ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.