პოლონეთი გეგმავს ლეოპარდ 2-ის ტანკების უკრაინისთვის გადაცემას, მიუხედავად იმისა, თუ რას გადაწყვეტენ სხვა ქვეყნები ამ საკითხზე, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუმ განაცხადა.
“ჩვენ ვაპირებთ Leopard 2-ის ტანკების გაგზავნას უკრაინაში. ჩვენ ვინარჩუნებთ კავშირს გერმანიის მთავრობასთან ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ მიუხედავად სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებისა, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, მივაწოდოთ ტანკები, როგორც დავპირდით”, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გერმანიას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, რომელიც სხვა ქვეყნებს Leopard 2-ის ტანკების უკრაინაში გადაცემის საშუალებას მისცემს.