spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.

 

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, „TOYOTA“-ს სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით, ავტომანქანის ძრავის აალების დაბალხარისხიან სანთლებს ფუთავდა „TOYOTA“-ს მუყაოს კოლოფებში, რომლის შემდგომ რეალიზაციასაც ახდენდა მის მფლობელობაში არსებულ, ქ. თბილისში მდებარე ავტონაწილების სავაჭრო ობიექტიდან. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია საერთო ჯამში 611 ერთეული „TOYOTA“-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული აალების სანთელი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით  მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით ითვალისწინებს”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები