spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სკოლის მოსწავლეების პროტესტი გრძელდება

სკოლის მოსწავლეების პროტესტი გრძელდება. მოსწავლეები კვლავ გაფიცულები არიან და უარს ამბობენ სასწავლო პროცესის გაგრძელებაზე.

გაფიცულთა შორისაა 124-ე სკოლის მოსწავლეთა ნაწილი. ისინი ვაჟას ძეგლთან იმყოფებოდნენ და სკანდირებდნენ – “მე ვარ ქართველი ევროპელი”.

გაფიცვა გრძელდება თბილისის სხვა სკოლებშიც.

დედაქალაქის გარდა პროტესტს აცხადებენ სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში.

რამდენიმე სკოლის მოსწავლეები დადიანების სასახლესთან შეიკრიბნენ. ადგილზე მიტანილი ჰქონდათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ასევე ბანერები წარწერით – “საქართველო ევროპისკენ მიისწრაფვის” .

მოსწავლეთა პროტესტი უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. ისინი ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ ევროკავშირთან 2028 წლამდე მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები