4 თებერვლიდან SkyUp Airlines კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განაახლებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ფრენები ყოველ ხუთშაბათს და კვირას შესრულდება.
აღნიშნული რეისებით ასევე შესაძლებელია ტრანზიტული ბილეთების შეძენაც იმ მიმართულებით, სადაც SkyUp Airlines-ი ასრულებს ფრენებს.
ამასთან, უკრაინის საზღვრის კვეთისთვის აუცილებელია უკრაინაში რეგისტრირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული სადაზღვევო პოლისის წარდგენა.