spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს საგარეო კომიტეტმა საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

სლოვაკეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, – ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 

რეზოლუციის თანახმად,  კომიტეტი აცნობიერებს საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მკაფიო მხარდაჭერის გამოვლენის მნიშვნელობას.

 

სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს საგარეო კომიტეტი სრულად უჭერს მხარს ევროკავშირისა და სლოვაკეთის დიპლომატიურ და პოლიტიკურ დონეზე საქმიანობას, რაც ხელს უწყობს ამ პერსპექტივის განხორციელებას.

 

“მას შემდეგ, რაც სლოვაკეთი ევროკავშირს შეუერთდა, ევროკავშირის გაფართოების თემა სლოვაკეთის საგარეო და ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღეს ჩვენი ახალი გამოწვევაა ევროკავშირში მეზობელი უკრაინის გაწევრიანება. არ შეიძლება დავივიწყოთ სხვა ქვეყნები, რომლებმაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოხატეს და რომლებთანაც სლოვაკეთის რესპუბლიკას გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობა აქვს. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს აღნიშვნა, რომელმაც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების თაობაზე  სურვილი ოფიციალურად გამოხატა. ამ მიზნის მისაღწევად კი მნიშვნელოვანია  ძალისხმევის გაზრდა, რათა აუცილებელი კრიტერიუმები შესრულდეს “,- აღნიშნულია სლოვაკეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები