სლოვაკეთის ქალაქ ჰანდლოვაში დღეს, 15 მაისს, პრემიერ-მინისტრ რობერტო ფიცოზე თავდასხმა განხორციელდა. ის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, თავდამსხმელი კი პოლიციამ დააკავა, საუბარია 71 წლის მამაკაცზე.
მედია წერს, რომ ფიკოს ფეხსა და მკლავში დაჭრეს. სხვა ჟურნალისტები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
რობერტ ფიცოს Facebook-გვერდზე მისი მდგომარეობის შესახებ განცხადება გავრცელდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრს რამდენჯერმე ესროლეს და მისი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია. იგი ვერტმფრენით ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში გადაიყვანეს და მომდევნო რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება.
მომხდარის შემდეგ ადგილობრივ პარლამენტში ვითარება დაიძაბა. სხდომათა დარბაზში ჩინოვნიკი რიჩარდ გლუკი შევიდა და ოპოზიციონერ დეპუტატებს უყვირა, რომ ეს მათი ბრალია და პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ.
სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრეი დანკო კი მომხდარში ჟურნალისტების დადანაშაულებას ცდილობდა.