სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში მიღების წინააღმდეგია და ვიდრე ხელისუფლებაშია, ამ საკითხს დაბლოკავს.
მისი თქმით, წევრობას ყველა სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება.
“სანამ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ვიქნები, მე ვუხელმძღვანელებ დეპუტატებს, რომლებზეც მე მაქვს პოლიტიკური კონტროლი, როგორც პარტიის ხელმძღვანელს, რათა ისინი არასოდეს დათანხმდნენ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას“, – განაცხადა ფიცომ.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ნარატივი, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება შეიძლება გახდეს მესამე მსოფლიო ომის საფუძველი.