spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სლოვაკეთმა უკრაინას დაპირებული 13-ვე MiG-29 გადასცა

სლოვაკეთმა უკრაინისთვის MiG-29 გამანადგურებლების გადაცემა დაასრულა. ყველა დაპირებული 13 თვითმფრინავი უკვე უკრაინაშია, – ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

 

სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის იაროსლავ ნაგის თქმით, უკრაინამ 4 თვითმფრინავი მარტის ბოლოს, კიდევ ცხრა კი ახლახან მიიღო.

 

“ეს ტრანსფერი განხორციელდა სახმელეთო გზით, მაქსიმალური უსაფრთხოების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა ჩართულ კომპონენტს, რადგან ასეთ შემთხვევებში ეს მართლაც მნიშვნელოვანი და რთული ლოგისტიკური ოპერაციაა“, – განაცხადა ნაგიმ.

 

მისივე თქმით, MiG-29 თვითმფრინავები უკრაინის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

23 მარტს სლოვაკეთმა განაცხადა, რომ უკრაინას პირველი ოთხი MiG-29 გამანადგურებელი გადასცა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სლოვაკური თვითმფრინავები უკრაინის ცას ხარკოვის თავზე იცავენ.

 

უკრაინას MiG-29-ები პოლონეთმაც გადასცა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები