spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სლოვაკეთში რობერტ ფიცოს პოლიტიკის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ბრატისლავაში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები რობერტ ფიცოს რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას აპროტესტებდნენ.

დემონსტრაციები სლოვაკეთის 20 სხვა ქალაქში გაიმართა.

სლოვაკეთში ვითარება რამდენიმე დღის წინ მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფიცომ ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ქვეყანაში უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, უკრაინასა და საქართველოში მომხდარი ფერადი რევოლუციების ანალოგიური, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე არსებობს.

ფიცოს მთავრობას რუსული ინტერესების გატარების გამო დასავლურ ქვეყნებში ხშირად აკრიტიკებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები